გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე, ბორის ჯონსონის შესაცვლელად, რვა კანდიდატი იბრძოლებს. განცხადება ამის შესახებ კომიტეტმა გააკეთა, რომელიც ლიდერთა კონკურსის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი.
ნომინირებულ კანდიდატებს შორის არიან, - კემი ბადენოჩი, სუელა ბრავერმანი, ჯერემი ჰანთი, პენი მორდაუნთი, რიში სუნაკი, ტომ ტუგენდატი, ლიზ ტრუსი და ნადიმ ზაჰავი.
კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი ასევე გამოთქვეს დეპუტატებმა, საჯიდ ჯავიდმა და რეჰმან ჩიშტიმ. მაგრამ, ნომინირებულთა საბოლოოს სიის გამოცხადებამდე, მათ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.
ნომინირებულთა სიაში მოსახვედრად, კანდიდატს პარტიიდან მინიმუმ 20 ნომინაცია უნდა მიეღო. საბოლოო კენჭოსყრის პირველი რაუნდი ხვალ დაიწყება.
საკუთარი მინისტრთა კაბინეტის და კონსერვატიულ კანონმდებელთა უმეტესობის მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ, ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 7 ივლისს გადაგა. თუმცა, თანამდებობაზე მისი შემცვლელის შერჩევამდე რჩება. კონსერვატიურლი პარტიის მიერ, ახალი ლიდერის არჩევას, სესაძლოა კვირები, ან თვეები დასჭირდეს.