რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისის შეხვდება. შეხვედრის განსახილველი საკითხი სირიაში სამშვიდობო პროცესია. კრემლის ინფორმაციით, შეხვედრა თეირანში გაიმართება.
ეს იქნება პუტინის მეორე საგარეო ვიზიტი, 24 თებერვალს უკრაინაში მოსკოვის განახლებული ომის შემდეგ. მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ, პირველი ასეთი ოფიციალირ ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის აზიაში გამართა.
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრა ასტანას პროცესის ნაწილია, სადაც სამი ქვეყანა სირიის საკითხის გადაჭრაზე მუშაობს.
რუსეთი და ირანი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავარი სამხედრო და პოლიტიკური მხარდამჭერია, თურქეთი კი სამხედრო დახმარებას უწევს სირიის თავისუფალ არმიას და სხვა მეამბოხე ჯგუფებს, რომლებიც სირიის ჩრდილო-დასავლეთში, ასადის ძალების წინააღმდეგ კვლავ იბრძვიან.
კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ პუტინი და ერდოღანი, რომელიც მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობს, პირად მოლაპარაკებებს გამართავენ. ორმა ლიდერმა სატელეფონო საუბარი ორშაბათს გამართა. მათი განცხადებით, საუბრისას უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილეს.
თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, ცდილობს ითამაშოს როლი გაეროში, შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის გატარების საკითხზე. 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ანკარა ყირიმსა და თურქეთს შორის, კომერციულ გადაზიდვებს ბლოკავს.