ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუჰამედ მორსი-ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი


მოჰამედ მორსი მუსლიმთა საძმოს შედერებით ლიბერალური შტოს ლიდერია


სულ რამდენიმე თვის წინ, მოჰამედ მორსის პრეზიდენტად არჩევის პერსპექტივა წარმოუდგენელი იყო ეგვიპტეში. თუმცა, მის მშობლიურ სოფელ ედვაში, ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ ერთ დღეს ის ეგვიპტის ლიდერი გახდებოდა.
მორსი საკუთარ წარმომავლობას არ მალავს: „ჩვენ მდიდარი ოჯახის შვილები არ ვართ. მამაჩემი მთელი ცხოვრება ფიზიკურად მუშაობდა. მას სკოლაში ხშირად ვირით მივყავდი.“
საჯარო გამოსვლების დროს, მორსი შეიძლება ქარიზმატული ლიდერის შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს. მაგრამ მისი მეუღლე ნაგლა ალი მას სხვაგვარად აფასებს.
„ვერ ვიტყოდი, რომ ის კომიკოსია, მაგრამ იუმორის გრძნობა ნამდვილად აქვს. ის სერიოზულია, როცა ამას ვითარება ითხოვს და ხუმრობს მაშინ, როცა ისვენებს.“
მორსიმ სამოქალაქო ინჟინრის განათლება ამერიკაში მიიღო, მისი შვილები კი ამერიკის მოქალაქეები არიან.
ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობისას მორსი თავისუფლად საუბრობს და ხშირად პოლიტიკური ვითარებას იუმორით განტვირთვასაც ცდილობს. ინგლისურად საუბართან დაკავშირებით კი მან განაცხადა:
„ეს არის ეგვიპტელების წარმომავლობა, ნილოსის დელტაში ყველა არაბულად საუბრობს და მეც არაბულად უნდა ვისაუბრო, თორემ შეიძლება ვინმე გამიბრაზდეს.“
მორსის ოპონენტებისთვის კი იმაში, რომ მათი ახალი პრეზიდენტი მუსლიმთა საძმოს წარმომადგენელია, სასაცილო არაფერია.
მოჰამედ მორსი მუსლიმთა საძმოს შედერებით ლიბერალური შტოს ლიდერია, თუმცა ქრისტიანებსა და ქალებს ეს მომავალში მათი უფლებების შეზღუდვის შიშს არ უქარვებს.
ნალგა ალი კი ამბობს, რომ ჭეშმარიტი ისლამი ყველა რელიგიური მიმდინარეობის მიმართ ტოლერანტულია. ის ასევე უარყოფს იდეას, რომ ქალების უფლებები შეიზღუდება. ნაგლას თქმით, მისი მეუღლე ყოველთვის ითვალისწინებდა ცოლის აზრს. 30 წლის წინ, როცა მუსლიმთა საძმოში გაწევრიანებაზე ფიქრობდა, სწორედ ნაგლასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება:
„მე კი ვუთხარი, რომ პრობლემა არ მქონდა ამ გადაწყვეტილებასთან და ვუთხარი რომ ჩვენი ცხოვრებისთვის ეგ გეზი მიგვეცა.“
მორსის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მას სწორედ ასეთი თანადგომა დასჭირდება იმისთვის, რომ ქვეყნის მართვა წარმატებულად შეძლოს. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი აბდულა ალ აშაალი ამბობს:
ის, როგორც პრეზიდენტი, ყველა სხვა ძალისთვის, რომელიც მუსლიმთა საძმოში არ აშედის, გამაერთიანებელი ფიგურა უნდა გახდეს.
ეგვიპტელების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ მორსიმ რა პირობაც არ უნდა დადოს, ის მუსლიმთა საძმოს პრინციპებით იხელმძღვანელებს. საძმოს კი ქვეყანაში ყველა დადებითად არ აფასებს. პოლიტიკური სოციოლოგი საიდ სადეკი მუსლიმთა საძმოს მოძრაობის დროშაზე გამოსახულ სიმბოლოებზე დაყრდნობით ახასიათებს:
„მათ დროშაზე ორი ხმალია გამოსახული. არ მგონია ეს ხმლები ნამცხვრის დაჭრის სიმბოლო იყოს.“
ნაგლა ალი აცხადებს, რომ ასეთი აზროვნება ისლამის შესახებ არასწორ წარმოდგენაზე მეტყველებს. მისი თქმის, მისი ქმარი ყველა ეგვიპტელს თანაბრად ემსახურება. ნაგლამ მაგალითად ერთ-ერთი ეგვიპტელი ხალიფას სიტყვები მოიტანა და მისი მეუღლის სამართლიანობა ომარ იბნ ელ ხატაბის შეადარა:
ჩვენი ლიდერი ომარ იბნ ელ ხატაბი ამბობდა, რომ თუ სადმე აქლემი წაიბორძიკებს, ისიც ჩემი პასუხისმგებლობა იქნებაო.
მორსი ეგვიპტის ხელისუფლებაში საკუთარი ხალხის არჩევანით მოვიდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას კონსტიტუცია არ აქვს და პრეზიდენტის როლი ჯერ ისევ განსასაზღვირა, მორსის პირველი გამოწვევა ახალ თანამდებობაზე ის იქნება, რომ გაარკვიოს თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრება მას - როგორც ქვეყნის პრეზიდენტს - ქვეყნის მართვის პროცესში.
XS
SM
MD
LG