მუსლიმთა საძმოს კანდიდატი მოჰამედ მორსის მიერ ეგვიპტეს არჩევნებში საკუთარი მოძრაობის გამარჯვების გამოცხადება ერთ-ერთი მოვლენა არის ქვეყნის ისტორიული არჩევნების შემდეგ დატრიალებული პოლიტიკური თამაშების სერიაში.
„უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში - რომელსაც არჩევნები ჰქვია - მონაწილეობა მიიღო - ყველას, ვინც საკუთარი ხელებით, მოქმედებებითა და სიტყვებით ახალი ეგვიპტეს მშენებლობის გზაზე საკუთარი ტვირთი ატარა.“
მორსის ოპონენტმა, ეგვიპტეს საჰაერო ძალების ყოფილმა სარდალმა აჰმედ შაფიქმა მორსის გამარჯვება უარყო და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებში მისი კანდიდატი ლიდერობდა.
განცხადებების ციკლი ამით არ დამთავრებულა. ყველაზე დიდი გაკვირვება მმართველი სამხედრო საბჭოს განცხადებას მოჰყვა, რომელმაც „საკანონმდებლო დეკლარაციის“ საფუძველზე საკუთარ თავს სრული საკანონმდებლო უფლება, ბიუჯეტის დამტკიცების ძალა და ახალი კონსტიტუციის დაწერის უფლება მისცა. გენერალმა მამდუ შაჰინმა ამ ცვლილებებზე უმნიშვნელო ყურადრება გაამახვილა, ხოლო სამხედრო საბჭოს ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა:
„მიმდინარე სიტუაციაში შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭო პარლამენტს შეცვლის. საბჭო შეისწავლის მთავრობის მხრიდან შემოსულ ყველა შემოსულ კანონპროექტს, განიხილიავს მათ ამის შემდეგ გადასცემს პრეზიდენტს. პრეზიდენტი კი ან დაამტკიცებს ამ კანონებს ან არა. ამ ცვლილებით უზენაეს საბჭოსა და პრეზიდენტს შორის ბალანსი დაცული იქნება.“
სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქის დროინდელმა სასამართლომ პარლამენტი დაშალა. საკანონმდებლო ორგანოში მანამდე ისლამისტებს ჰქონდათ უმრავლესობა. მოახლეობის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ სამხედრო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილელები ცხადყოფს, რომ ისინი არ აპირებენ გაითვალისწინონ თაჰრირის მოედანზე შარშან მომხდარი მოვლენები,
ქაისოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰასან ნაფა ამბობს:
„საინტერესოა ის, სურს თუ არა სამხედრო საბჭოს გაითვალისწინოს ის, რომ გასულ წელს ქვეყანაში რევოლუცია მოხდა. გარდა ამისა მათ უნდა დაადგინონ რა სურს ხალხს, რა შეცდომები დაუშვა ძველმა რეჟიმმა. თუ ამ გაკვეთილებს გაითვალისწინებენ და ვითარებას ისე მიუდგებიან, შეიძლება წარმატებას მიაღწიონ. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ისე აზროვნებენ, რომ წარსულის შეცდომებიდან გაკვეთილს ვერ ისწავლიან.“
უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ეგვიპტეში ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა - სამხედროები და მუსლიმთა საძმო - ერთმანერთის წინააღმდეგ იბრძოდა. ეგვიპტელებს „ალჟირის სცენარის“ გამეორების შიში გაუჩნდათ. ალჟირშიც ისლამისტების მიერ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბა, რის შემდეგაც ქვეყანაში სამოქალაქო არეულობა დაიწყო.
ნაფა ამბობს, რომ ეგვიპტეში „ალჟირის სცენარი“ არ განმეორდება:
„არ მგონია ეგვიპტეში იგივე რამ მოხდეს, რაც ალჟირში მოხდა. აქ ვითარება სხვანაირია, მენტალიტეტიც განსხვავდება და ძალთა ბალანსიც უკიდურესად თავისებურია.“
ნაფას აზრით, დაპირისპირებას მხოლოდ პოლიტიკური ჭიდილის ფორმა ექნება და ის მოსახლეობას ნაკლებად შეეხება.