ქაიროსა და ეგვიპტეში კვლავ გამოსვლებმა იფეთქა. დემონსტრანტების მიზანი ამჟამად უზენაესი სასამართლო გახდა, რომელსაც ძირითადად ძველი რეჟიმის წარმომადგენლები მართავენ.
ქაიროში თაჰრირის მოედანზე შეკრებილ ათასობით ეგვიპტელმა ჰოსნი მუბარაქის ყოფილი პრემიერ მინისტრის და პრეზიდენტობის კანდიდატის - აჰმედ შაფიქის საწინააღმდეგოდაც გაილაშქრა. დემონსტრანტები ერთხმად სკანდირებდნენ: "ჩვენ არ გვინდა შაფიქი", "ძირს სამხედრო მართველობა".
ზოგიერთი წამყვანი ისლამისტი ქვეყნის მართველ სამხედრო საბჭოს სასამართლოსთან გარიგებაში ადანაშაულებს. თუმცა ეგვიპტის მთავრობა ამ ბრალდებას უარყოფს და კვირის ბოლოს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
ზოგიერთი წამყვანი ისლამისტი ქვეყნის მართველ სამხედრო საბჭოს სასამართლოსთან გარიგებაში ადანაშაულებს
ამავე თემაზე
პოპულარული
1