ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოჰამედ მორსი ეგვიპტის პრეზიდენტი გახდა


ეგვიპტის საარჩევნო კომისიის განცხადებით, მორსიმ ამომრჩეველთა ხმების 52 პროცენტი მოიპოვა

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში მუსლიმთა საძმოს კანდიდატმა მოჰამედ მორსიმ გაიმარჯვა.

ქაიროს თაჰრირის მოედანზე მორსის მხარდამჭერთა სასიხარულო შეძახილები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ეგვიპტის საარჩევნო კომისიის განცხადებით, მორსიმ ამომრჩეველთა ხმების 52 პროცენტი მოიპოვა. მორსი ეგვიპტის პირველი არჩეული პრეზიდენტია, რომელიც ეგვიპტის მოსახლეობამ საყოველთაო პირდაპირ არჩევნებში აირჩია.

არჩევნების ოფიციალური შედეგები ხუთშაბათს უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ უფრო დაწვრილებით უნდა შეესწავლა განცხადებული დარღვევების შემთხვევები, რისთვისაც დამატებითი დრო სჭირდებოდა.
XS
SM
MD
LG