ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება ქაიროში


პრეზიდენტის სასახლის გარშემო ტანკები განლაგდნენ

ეგვიპტის დედაქალაქში პრეზიდენტის სასახლის გარშემო არმიის სარდლობამ ტანკები განალაგა. ასევე სარდლობამ პრეზიდენტის მომხრე და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შეტაკებების შეწყვეტა მოთხოვა. ამ დრომდე ქაიროში დემონსტრაციების დროს დაღუპულია ხუთი ადამიანი. ძალადობს შედეგად დაშავებულია 350 მოქალაქე. დღეს ეგვიპტის მოსახლეობას პრეზიდენტი მოჰამედ მორსი მიმართავს.

როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი ქაიროდან იუწყება, ვითარება ძალიან დაძაბულია და მოსახლეობა აღშფოთებული. ქაიროში ძალადობა გუშინ დაიწყო, როდესაც პრეზიდენტ მორსის ისლამისტმა მომხრეებმა ოპოზიციის მხარდამჭერებზე განახორციელეს შეტევა. ოპოზიცია გასულ თვეს გამოცემულ პრეზიდენტის დეკრეტს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც სასამართლოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების გადახედვა არ შეუძლია.
XS
SM
MD
LG