ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში 7 ადამიანი დაიღუპა


არეულობის დროს 450 ადამიანი დაშავდა

ეგვიპტეში მომხდარი არეულობის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. შეტაკებები ჰოსნი მუბარაქის გადაგდების ორი წლისთავს დაემთხვა.
ეგვიპტის სახელმწიფო მედიის განცხადებით, არეულობის დროს 450 ადამიანი დაშავდა. ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციის თანახმად, 6 ადამიანი ქალაქ სუეცში დაიღუპა, სადაც ქვებით და ბოთლებით შეიარაღებული ბრბო სპეცდანიშნულების რაზმს დაუპირისპირდა. მეშვიდე მსხვერპლი ქალაქ ისმალიადან არის.
შეტაკებები მიმდინარეობდა ქაიროს თაჰრირის მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად.
საპროტესტო გამოსვლებს ეგვიპტის სეკულარული ოპოზიცია უდგას სათავეში მუჰამედ ელ-ბარადეის ხელმძღვანელობით, რომელიც პრეზიდენტ მორსის და მუსლიმთა საძმოს ებრძვის.
XS
SM
MD
LG