სწორედ მაშინ, როცა ბრიუსელში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი სიტყვით გამოდიოდა და დაპირისპირებულ მხარეებს ღია დიალოგისკენ მოუწოდებდა, ქაიროში პრეზიდენტის სასახლის წინ შეტაკება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის მიერ დაწყებულ უწყვეტ აქციას, რომელიც თაჰრირის მოედანზე მიმდინარეობდა, საღამოსკენ პრეზიდენტ მუჰამედ მორსის მხარდამჭერი ჯგუფები მიუახლოვდნენ. ოპოზიციის რიგები ამ დროისთვის უკვე შედარებით შეთხელებული იყო. თვითმხილველების აღწერით, პრეზიდენტის მხარდამჭერები ოპონენტებს თავს დაესხნენ, მათი კარვები დაშალეს და აიძულეს გაქცეულიყვნენ.
ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, მუჰამედ ელ-ბარადეის მიერ „თვითერით“ გავრცელებული გზავნილი ამბობს, რომ ეს იყო „მშვიდობიან დემონსტრაციაზე მიტანილი სასტიკი იერიში“. მან გნაცხადა, რომ ხელისუფლებას „ეგვიპტე ძალადობის და სისხლისღვრისკენ მიჰყავს“.
ოპოზიცია პრეზიდენტ მორსის გასულ თვეში გამოცემული დეკრეტების გაუქმებას მოითხოვს. მასობრივი დემონსტრაციების ახალი ტალღა პრეზიდენტ მორსის რეგულაციებმა გამოიწვია, რომელიც პრეზიდენტის ხელისუფლებას კანონზე მაღლა აყენებს, ისე რომ ქვეყნის არცერთ უზენაეს ორგანოს მისი გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება არ აქვს. უზენაესმა საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა და მუშაობა შეწყვიტა. საკასაციო და სააპელაციო სასამართლოები ნოემბრის ბოლოს გაიფიცნენ.
ისლამისტური კომიტეტის მიერ შექმნილი კონსტიტუცია უამრავ კითხვას ბადებს. ხელისუფლებას და სასამართლოს შორის არსებული პრინციპული უთანხმოების გამო სპეციალური რეფერენდუმი დაინიშნა, რომელიც 15 დეკემბერს ეგვიპტის შესწორებული კონსტიტუციის ბედს გადაწყვეტს.
“ძვრები, რომელთა მოწმეც კიდევ ერთხელ გავხდით, და რომლებიც ქაიროს ქუჩებში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მიმდინარეობს, ადასტურებს, რომ დიალოგი აუცილებელია და სასწრაფო. ამასთან დიალოგი ორმხრივი უნდა იყოს და არა ისე, რომ ერთი მხარე საუბრობდეს და მეორე ისმენდეს“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა ბრიუსელში მიმდინარე ნატოს მინისტერიალზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ეგვიპტის ახალ ხელისუფლებას მოუწოდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საჯარო განხილვები მოეწყოს. „პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი“ - აღნიშნა მან, ისე, რომ უპირატესობა არცერთ პოლიტიკურ მხარეს მიენიჭოს.
ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი მაჰმუდ მექი პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ კომპრომისის მიღწევა რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე შესაძლებელია. დოკუმენტის საბოლოო ბედი კი ეგვიპტელმა ხალხმა რეფერენდუმით უნდა გადაწყვიტოს.
ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ძირითადად საუბარია 10-12 პუნქტზე, რომელთა შესახებ შეთანხმება რეფერენდუმის ჩატარებამდეც მოესწრება. პრეზიდენტისთვის ზედმეტი ძალაუფლების მინიჭების მცდელობას კი იმით ხსნის, რომ „ქვეყანა კრიტიკულ ფაზას გადის“ და მის დასარეგულირებლად „ხალხი სტაბილურობას მოითხოვს“.