ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელები კვლავ აპროტესტებენ


აქციის მიზანი კონსტიტუციაში შეტანილი ახალი ცვლილებებია

მუსლიმთა საძმო ეგვიპტის მოსახლეობას პრეზიდენტ მორსის მხარდამჭერი აქციის გამართვისკენ მოუწოდებს. ქაიროს თაჰრირის მოედანზე პრეზიდენტის სასახლის წინ მის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციები გრძელდება. მუსლიმთა საძმოს მიაჩნია, რომ ანტისამთავრობო აქციები საკონსტიტუციო ცვლილებებზე ზეწოლას ახდენს და შეხედულებების ძალადობრივ დამკვიდრებას უწყობს ხელს.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ამრ მუსა აცხადებს, რომ აქციის მიზანი კონსტიტუციაში შეტანილი ის ახალი ცვლილებებია, რომელსაც ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება. საკამათო ცვლილებების ბედი 15 დეკემბერს დაგეგმილ რეფერენდუმზე გადაწყდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ეგვიპტეს დღეს ღია დიალოგისკენ მოუწოდა. „ქაიროში და სხვა ქალაქებში მიმდინარე ძვრები სასწრაფო დიალოგის საჭიროებას ადასტურებს“ - განაცხადა ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის სხდომაზე.
XS
SM
MD
LG