ეგვიპტეში კვლავ ხალხმრავალი დემონსტრაციებია. ათასობით ეგვიპტელი ან ახალი კონსტიტუციის მხარდასაჭერად არის გამოსული, ან მისი მოწინააღმდეგეა. ხვალ ქაიროში, ალექსანდრიასა და მსხვილ დასახლებულ პუნქტებში საარჩევნო უბნები იხსნება. ეგვიპტის მოქალაქეები მონაწილეობას ეროვნულ რეფერენდუმში მიიღებენ, რომელიც ახალი კონსტიტუციის ბედს გადაწყვეტს.
მთავრობის მომხრეები მუსლიმთა საძმოს, პრეზიდენტ მორსის ახალ რეგულაციებს და ულტრა-კონსერვატიულ სალაფისტების ჯგუფებს უჭერენ მხარს. ოპოზიციას, რომელსაც ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატები უდგანან სათავეში, მიაჩნია, რომ მუჰამედ მორსის ინიციატივით მიღებული ჩასწორებები ქვეყანაში პრეზიდენტის ძალაუფლებას კიდევ უფრო ზრდის და მის უზურპაციას უწყობს ხელს. გაეროს უფლებადამცველმა ჯგუფებმა ეგვიპტის მთავრობას დოკუმენტის გადახედვისკენ და საერთაშორისო ნორმებთან გათანაბრებისკენ მოუწოდა.