ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ოპოზიცია ხალხს პროტესტისკენ მოუწოდებს


პრეზიდენტის გეგმით, 15 დეკემბერს ეგვიპტეში რეფერენდუმი ჩატარდება

ეგვიპტის ოპოზიცია მოსახლეობას პრეზიდენტ მორსის გეგმის წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტის გეგმით, 15 დეკემბერს ეგვიპტეში რეფერენდუმი ჩატარდება, სადაც მოსახლეობამ ქვეყნის კონსტიტუციას უნდა მისცეს ხმა.

კონსტიტუციის პროექტი პრეზიდენტის მხარდამჭერი ისლამისტური პარტიების მიერ არის შემუშავებული. ასევე პრეზიდენტმა 22 ნოემბერს გამოსცა დეკრეტი, რომლის თანახმადაც მისი ბრძანებების გასაჩივრება და გადახედვა სასამართლოს აღარ შეეძლება. ამან კი ეგვიპტეში მასობრივი საპროტესტო აქციები და პრეზიდენტის მომხრეებთან შეტაკებები გამოიწვია.

დღეს ოპოზიციის აქტივისტებმა მოსახლეობას უფრო აქტიური პროტესტისკენ და რეფერენდუმის ბოიკოტისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, კონსტიტუციის პროექტი უგულებელყოფს სამოქალაქო უფლებებს და ქვეყანაში ისლამისტურ კანონებს აწესებს.
XS
SM
MD
LG