ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ოპოზიცია რეფერენდუმის გაუქმებას ითხოვს


ოპოზიციის აზრით, ახალი კონსტიტუცია ეგვიპტელი ხალხის ინტერესს არ გამოხატავს.

სამშბათს ეგვიპტის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავს შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ და ცხრა ადამიანი დაჭრეს.

თვითმხილველთა განცხადებით, უცნობი მამაკაცები ქაიროს თაჰრირის მოედანზე შეკრებილებს დილით ადრე დაესხნენ თავს.

ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტ მორსის მოითხოვენ, შაბათს დაგეგმილი კონსტიტუციური რეფერენდუმი გააუქმოს.

სამშბათს ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, ქაიროში პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბნონ. ისინი აპროტესტებენ ახლად შემქნილ კონსტიტუციას,რომელიც, მათი აზრით ეგვიპტელი ხალხის ინტერესს არ გამოხატავს.

XS
SM
MD
LG