ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

15 ნოემბერი - ეგვიპტური რეფერენდუმი


კონსტიტუციის პროექტის შემუშავებაში მთავარ როლს „მუსლიმთა საძმო“ ასრულებდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ეგვიპტეში 15 დეკემბერს საყოველთაო რეფერენდუმია დანიშნული. მოსახლეობამ კონსტიტუციის პროექტს უნდა უყაროს კენჭი. თუმცა, პროექტის ავტორებმა დოკუმენტში ისეთი მუხლი ჩადეს, რამაც სამართალმცოდნეთა და უფლებადამცველთა შეშფოთება გამოიწვია. დეტალებს ქაიროდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი არკვევდა.

ეგვიპტის პრეზიდენტმა კონსტიტუციის ავტორებს დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის შესაქმნელად დამატებით სამი თვის ვადა მისცა. თუმცა, სასამართლოს მხრიდან შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფმა დოკუმენტის საბოლოო სახე დაჩქარებული წესით შეიმუშავა. ლიბერალებმა და სეკულარისტებმა კონსტიტუციის მიღების პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს, კრიტიკოსებმა დოკუმენტს ფარსი უწოდეს და მოსახლეობას ქუჩის პროტესტისკენ მოუწოდეს.
ისინი შიშობენ, რომ შაბათს დანიშნულ რეფერენდუმზე მოსახლეობა, სადაც უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ, კონსტიტუციის პროექტს მხარს დაუჭერს. მუსტაფა ელ ლაბადი რეგიონული და სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორია.

„კონსტიტუციის პროექტი შესაძლოა დაიწეროს და შეთანხმდეს ყველა ფრაქციის და პარტიის კომპრომისის საფუძველზე.
არ უნდა იფიქროთ, რომ გაქვთ უმრავლესობა და ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ,“ - ამბობს ელ ლაბადი.

ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, ანალიტიკოსების უმრავლესობა ფიქრობს, რომ კონსტიტუციის პროექტი შარიათის კანონების დაწესებას არ მოასწავებს.
საიდ სადეყი ქაიროში ამერიკის უნივერსიტეტის სოციოლოგია.

„აქ არის გარკვეული პოზიტიური ელემენტები. შეიცავს ასევე უარყოფით მხარეებსაც. არის დაუდევრად გაკეთებული მუხლებიც,“ - ამბობს სადეყი.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ შარიათის რომელ კანონებს ითვალისწინებს კონსტიტუციის პროექტი. სადეყი ამბობს, რომ იმ დროს როდესაც შარიათის ერთი კანონი ქალების თანასწორობას ითვალისწინებს, მეორე მათ სახლებში დარჩენას აიძულებს. ამდენად, სადეყის აზრით, გაუგებარია, თუ რომელ შარიათს ითვალისწინებს კონსტიტუცია - პროგრესის თუ რეაქციულს.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ ეგვიპტის ოფისის ხელმძღვანელი ჰება მორაიფუი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ჩადებული მუხლი „ეგვიპტური ოჯახის ბუნებრივი სახით შენარჩუნების“ შესახებ, უფლებების დაცვის შესუსტებას გამოიწვევს.

კონსტიტუციის პროექტის შემუშავებაში მთავარ როლს „მუსლიმთა საძმო“ ასრულებდა. საძმოს ლიდერები კრიტიკოსების აზრს ყურს არ უგდებენ და აცხადებენ, რომ კონსტიტუცია „დემოკრატიული რეჟიმის მშენებლობის ოცნების რეალიზებას“ უწყობს ხელს.

კონსტიტუციის პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ქვეყნის უმთავრესი კანონი სიტყვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს. იმ დროს, როდესაც ეგვიპტეში საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია, სადეყი თვლის, რომ უმჯობესი იქნება, თუკი დროებით ქვეყნის ძველი კონსტიტუციია ამოქმედდება, იმ ჩასწორებებით, რომელიც შარშან მიიღეს, რის შემდეგაც დაპირისპირებულ მხრაებს შორის კონსენსუსის მიღწევის შანსი გაჩნდება.
XS
SM
MD
LG