ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უცვლელი დარჩება


ჰილარი კლინტონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ჰილარი კლინტონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ტომას მელიას განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. გასული წლების მანძილზე და განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ამერიკა აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოსთან საარჩევნო გარემოს დასახვეწად და მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების გასატარებლად. ამის მაგალითად, ბატონმა მელიამ სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი და პრეზიდენტ სააკაშვილთან და არჩევნებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრები დაასახელა.
პარლამენტს ერთი პოლიტიკური ძალა აკონტროლებს, რომელმაც სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლ პრეზიდენტთან უნდა ითანამშრომლოს. დასაკვირვებლად ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროცესი იქნება.“
ტომას მელია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე

„ამერიკის ხმასთან" გაკეთებულ კომენტარში ბატონმა მელიამ განაცხადა:

„საქართველოს ახალ მთავრობას და ახალ კაბინეტს არაერთი სირთულე ექნება გადასალახი. პირველ რიგში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ციხეებში მდგომარეობის გამოსწორება. ჩვენ კი, გავაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენას იმ საკითხებში, რომლებიც მმართველობასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში დაეხმარება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ტონისა და რიტორიკის მონახვა, რომლითაც პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთთან საჯაროდ უნდა იურთიერთონ. ეს განსაკუთრებით თანაარსებობის პერიოდში იქნება მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, საქართველოში ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება და მე ვიმეორებ, რომ ამერიკა მზადაა საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს.“

შეკითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს ამერიკას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეძლებენ პოლიტიკური ძალები კონსტრუქციულ თანამშრომლობას საქართველოს ახალ პოლიტიკურ რეალობაში, ბატონმა მელიან განაცხადა:

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პოლიტკის შემუშავებისას გარკვეულ საკითხებში ისინი ერთმანეთს არ დაეთანხმებიან, მაგრამ ამავდროულად, იმედია შეძლებენ ერთმანეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობასაც. პარლამენტს ერთი პოლიტიკური ძალა აკონტროლებს, რომელმაც სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლ პრეზიდენტთან უნდა ითანამშრომლოს. დასაკვირვებლად ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროცესი იქნება.“

შეკითხვაზე შეიცვლება თუ არა ახალი ხელისუფლების მოსვლის პირობებში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დინამიკა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა:

„ამაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელებს უნდა ჰკითხოთ. მათ უკეთესად იციან რა გავლენა ექნება ამ ცვლილებას. მე იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში ყველაფერი უცვლელად რჩება.“
XS
SM
MD
LG