ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დანიაში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, ეჭვი უცხოეთის დაზვერვის დახმარებაზეა


დანიის გამომძიებლებმა 11 ივნისს რუსეთის მოქალაქე დააკავეს. სკანდინავიური ქვეყნის უსაფრთხოების პოლიციის განცხადებით, ის ეჭვმიტანილია უცხოეთის სადაზვერვო სამსახურის ოპერაციების ხელშეწყობაში.

პოლიცია დაკავებული ადამიანის ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელს. შესაძლოა, ის დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლონ.

რუსეთის მოქალაქე, რომელიც დანიაში ცხოვრობდა, დაკითხეს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნაწილის დარღვევის ბრალდებით, რომელიც ეხება გავლენის ოპერაციებს. დანიის ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქმე არ უკავშირდება ევროპარლამენტის არჩევნებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG