ბელარუსში, სულ ცოტა, 160 მომიტინგე დააკავეს გასულ კვირას ქვეყანაში გამართულ ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობის გამო. დემონსტრაციიები იქ 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ, ყოველ უქმეებზე ტარდება. მომიტინგეები პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშენკოს გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშნვას ითხოვენ.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ ინფორმაციით, კვირას დაკავებუთა უმრავლესობა ჟურნალისტ იჰარ ლოსიკის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული ცოცხალი ჯაჭვის აქციაში იღებდა მონაწილეობას.
პოპულარული ბელარუსი ბლოგერი და "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" კონსულტანტი, იჰარ ლოსიკი, მილიციამ გასული წლის ივნისის ბოლოს დააკავა და ბრალი წაუყენა ინტერნეტის საშუალებით საპროტესტო აქციების ორგანიზებაში.
ლოსიკი "ტელეგრამის" არხის ადმისტრატორიიცაა, სახელად - „ენცეფალონის ბელარუსი.“
არხი, რომელსაც 167 ათასი ხელმომწერი ჰყავს, აქტიურად აშუქებდა პრეზიდენტის არჩევნებამდე ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს.
24 წლის ბლოგერმა გასული წლის 15 დეკემბერს პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. ის მინსკის ცენტრში მდებარე აკრესტინას საპატიმროშია, რომელსაც ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნესტიამ“ „წამების სინონიმი“ უწოდა, დაცვის მხრიდან პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.
Facebook Forum