ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატები უმცროსი დონალდ ტრამპის დაკითხვას ითხოვენ


ამერიკელი კონგრესმენები, რომლებიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩართულობას იძიებენ, ამბობენ, რომ უმცროსი დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე უნდა წარსდგეს და რუს ადვოკატთან მისი შეხვედრის შესახებ კითხვებს უნდა უპასუხოს.

„შემაშფოთებელია, რომ ტრამპის კამპანია რუსეთთან თანამშრომლობას გეგმავდა,“ ასე გამოეხმაურა კონგრესის უმცირესობის ლიდერი ნენსი პელოსი უმცროსი დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირებს სოციალურ ქსელ ტვიტერში.

მოსალოდნელია რომ კონგრესის დახურული სხდომის წინაშე წარდგება დონალდ ტრამპის სიძე - ჯერედ კუშნერი, რომელიც, ამავდროულად, პრეზიდენტის მრჩეველიცაა.

შვილის რუსეთთან კავშირებზე ტრამპმა გუშინ პარიზში პრეს-კონფერენციაზე ისაუბდა. "ჩემი შვილი ძალიან კარგი ახალგაზრდა, კარგი ადამიანია. ის შეხვედრა რუს ადვოკატთან ძალიან ხანმოკლე იყო. არაფერი მიღწეულა შედეგად და ვფიქრობ ეს იმ ტიპის შეხვედრა იყო, რომელსაც ბევრი ადამიანი პოლიტიკაში გამართავდა," განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG