ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ვაჟის რუს ადვოკატთან შეხვედრაზე ისაუბრა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს მისი ვაჟისა და საარჩევნო კამპანიის სხვა წარმომადგენლების რუსულ მხარესთან შეხვედრების მნიშვნელობას.

ტრამპმა ამის შესახებ პარიზში ხუთშაბათს, პრეს-კონფერენციის დროს ისაუბრა, რომელიც მან ფრანგ პრეზიდენტთან ერთად გამართა.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი შვილი ძალიან კარგი ახალგაზრდა, კარგი ადამიანია. ის შეხვედრა რუს ადვოკატთან ძალიან ხანმოკლე იყო. არაფერი მიღწეულა შედეგად და ვფიქრობ ეს იმ ტიპის შეხვედრა იყო, რომელსაც ბევრი ადამიანი პოლიტიკაში გამართავდა," განაცხადა ტრამპმა.

რუსეთის ჩარევის შესახებ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში არაერთი გამოძიება მიმდინარეობს აშშ-ში. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მოგვიანებით აუხსნის პრეზიდენტ მაკრონს, თუ რატომ გამოიყვანა აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან.

"აშშ-სა და საფრანგეთს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს. ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პარიზის კლიმატის ცვლილების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოვლენები, ამაზე უახლოეს მომავალშიც ვისაუბრებთ. თუ ვილაპარაკებთ ამ თემაზე, კარგი იქნება, თუ არ, ესეც არაუშავს"-თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG