ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში სამედიცინო დამცავი აღჭურვილობის შეტანა შეყოვნდა


ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური პირის განცხადებით, იმ დროს, როდესაც კორონავირუსის აფეთქებასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი მედიკოსები, სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებისთვის განკუთვნილი დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობაა, 84 ტონა ტვირთი, რომელიც კვირას თურქეთიდან უნდა მიეღოთ, დაყოვნდა. ეს ტვირთი შეიცავდა პერსონალურ დამცავ საშუალებებს, მათ შორის 400 ათას დამცავ ხალათს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების პრეს-მდივანმა, დაყოვნების მიზეზად “საბაჟო დოკუმენტაცია” დაასახელა.

ჯანდაცვის მუშაკებმა გააკრიტიკეს მთავრობის რჩევა, რომ ქვეყანაში მარაგის კლებასთან ერთად, შესაძლებელია იმ პერსონალური დამცავი საშუალებების ხელმეორედ გამოყენება, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული ავადმყოფების მკურნალობისას უკვე გამოიყენეს.

ბრიტანეთის მედიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰელენა მაკკეონმა “სქაი ნიუსს” უთხრა, რომ ტვირთის დაყოვნება ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის შესაძლოა “გამანადგურებელი” ამბავი გახდეს.

ბრიტანეთი ამჟამად ჯანდაცვის კრიზისის პიკზეა, ან მას უახლოვდება. მხოლოდ საავადმყოფოებში 15 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გარდაცვალებულთა ნამდვილი მთლიანი რიცხვი ბევრად მეტია, რადგან სხვადასხვა საზოგადოებრივი ადგილებიდან, როგორიცაა ხანდაზმულთა სახლები, მონაცემების შეჯერებას ბევრად მეტი დრო სჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG