ოთხშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ხორვატიის ლიდერებს განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ მათ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ხორვატია, რომელიც უკვე ნატოს წევრია, ევროკავშირში მომავალი წლის ივლისში შევა.
ჰილარი კლინტონი ხორვატიის დედაქალაქს - ზაგრებს დასავლეთ ბალკანეთში ვიზიტის დროს ესტუმრა. პრეზიდენტთან, ივო იოსიპოვიჩთან და პრემიერ მინისტრთან, ზორან მილანოვიჩთან შეხვედრისას კლინტონმა ორმხრივი თანამშრომლობის, გლობალური ეკონომიკური სიტუაციისა და რეგიონში ხორვატიის როლის შესახებ ისაუბრა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატების კომპანიები დაინტერესებული არიან, ხორვატიაში ინვესტიციები ჩადონ.