შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დამოუკიდებელი კოსოვოს მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა. „შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს კოსოვოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა პრიშტინაში.
კლინტონმა ყურადღება გაამახვილა იმ დაძაბულობაზე, რომელიც სერბეთის და კოსოვოს მთავრობებს შორის არსებობს. სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც 2008 წელს გამოცხადდა. კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, კოსოვოში იხილოს კანონის უზენაესობა, დაძლეული კორუფციის პრობლემა და ეთნიკური სერბების და ალბანელების კონკურენტული ინტერესები. სამშაბათს, ბელგრადში, კლინტონმა სცადა სერბეთის ლიდერების დარწმუნება - დაიწყონ მოლაპარაკება კოსოვოსთან, დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე.