ხუთ წელიწადზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს. აქამდე, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებას მმართველობაში დახმარებას უწევდნენ. კოსოვო მალე საკუთარ ბედს თავადვე გადაწყვეტს. როდესაც საერთშორისო და ადგილობრივი მმართველები კოსოვოს დამოუკიდებლობის ე.წ. ზედამხედველობით ნაწილს დაასრულებენ, ძალაუფლების ოფიციალური გადაცემის ცერემონია შედგება.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთშორისო კვლევების სკოლის ანალიტიკოსი, დენიელ სერვერი აცხადებს, რომ ადამიანები უკეთ შეძლებენ მართვას, თუ მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ:
„არანაირი სარგებელი აღარაა იმაში, რომ კოსოვოელები არჩევნების გზით არ ირჩევენ ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კოსოვოს მომავალზე.“
ამ ფონზე, ევროკავშირის „კანონის უზენაესობის“ მისია კვლავ დარჩება ქვეყანაში, ისევე როგორც ნატოს სამშვიდობო ძალები. მაკკეინის სახელობის არიზონას შტატის უნივერსიტეტის პოლიტიკური ექსპერტი, კურტ ვოკერი აცხადებს, რომ ზედამხედველობითი პროცესის დასრულება არ უნდა გახდეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების საბაბი:
„ძალზედ სამწუხარო იქნება და ამასთან სარისკო, რომ კოსვოში რომელიმე პარტიამ მისიის დასრულებისთანავე წნეხი გააძლიეროს და საკუთარი შეხედულებები თუ ინტერესები განახორციელოს.“
კოსოვოს მიმართებაში საერთაშორისო თანამეგობრობის გეგმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას დეცენტრალიზაცია წარმოადგენს, რამაც ეთნიკური უმცირესობების უფლებების გარანტია უნდა უზრუნველყოს.
განსაკუთრებით ეს ეხება ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბებს. დანიელ სერვერის განცხადებით, ეს მისია ჯერჯერობით შეუსრულებელია.
ეს პრობლემა ბატონი სერვერის განცხადებით, სერბეთთან მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში, კურტ ვოკერი ეთანხმება ამ მოსაზრებას:
„გრძელვადიან პრესპექტივაში, უნდა მოხდეს ჩრდილოეთ კოსოვოს სრული ინტეგრაცია დანარჩენ კოსოვოსთან. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა მმართველბის მხრივ."
ბელგრადსა და პრიშტინას შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც სერბეთის და კოსოვოს საზღვარზე დაძაბულობას ჰქონდა ადგილი.
ამ დროისათვის კოსოვოს დამოუკიდებლობა 195 ქვეყნიდან 90-მა აღიარა. როგორც კოსოვო, ისე სერბეთი, ევროკავშირში გაწევრიანებს ცდილობს. თუმცა, სერბეთის შანსები ამ მხრივ არასახარბიელოა, რადგანაც კოსოვოსთან ურთიერთობის დალაგება მან ვერ მოახერხა. ამასთან, კოსოვოს დამოუკიდებლობა ევროკავშირის კიდევ ხუთმა წევრმა უნდა აღიაროს:
„ჯერ თავად ევროკავშირმა უნდა დაარწმუნოს დარჩენილი 5 ქვეყანა, რომ დადგა დრო კოსოვოს აღიარებისა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ევროკავშირს და პრიშტინას ურთიერთობების დალაგებაში."
დანიელ სერვერის განცხადებით, მაშინ როდესაც სერბეთის დილემა პოლიტიკური ხასიათისაა, კოსოვო დგას როგორც პოლიტიკური, ისე ტექნოლოგიური გამოწვევების წინაშე. „ზედამხედველობითი დამოუკიდებლობის" ვადის ამოწურვის შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება კოსოვოს ახლადშექმნილ მთავრობაზე, თუ რამდენად შეძლებს ის კორუფციისა და უმუშევრობის დაძლევას.

„ჩრდილოეთი კონტროლდება ბელგრადის და არა პრიშტინას მიერ. ამას დეცენტრალიზაციას ჩვენ ვერ ვუწოდებთ. ეს არის დე ფაქტო გამოყოფა და მსგავსი მოდელი მისაღები არაა. ევროპაც და ამერიკაც ეწინაღმდეგებიან მსგავს მმართველობას. „დანიელ სერვერი.