ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაოსი ავღანეთში - ბაიდენი სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება


ქაბულის აეროპორტში ვითარება კვლავ რთულია. ქაოსი მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქზე კონტროლი მოიპოვა. შეშინებული ავღანელები ქვეყნიდან გაქცევას სხვადასხვა გზით ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში არიან დაღუპულები, სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ცნობით გარდაცვლილია 5-ზე მეტი ადამიანი.

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეომასალა სადაც ჩანს, რომ ქაბულის აეროპორტში სხვადასხვა მოძრავ თვითმფრინავზე მოქალაქეები არიან ასულები და ასე ცდილობენ ქვეყნიდან გაქცევას. ასევე ვრცელდება კადრები, თუ როგორ ვარდებიან აფრენილი თვითმფრინავიდან ადამიანები, რომლებიც თვითმფრინავს გარედან ეკიდებოდნენ. ავღანეთში არსებული ვითარებიდან გამომდინარე რთულია ინფორმაციის გადამოწმება.

რამდენიმე საათის წინ აეროპორტში იყო სროლაც. როგორც „როიტერთან“ საუბრის დროს ამერიკის ოფიციალური პირები ამბობენ, ამერიკელმა სამხედროებმა აეროპორტში ორი შეიარაღებული პირი მოკლეს. არსებობს ინფორმაცია, რომ სროლის დროს ერთი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, თუმცა პენტაგონი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ავღანეთში ვითარება კვირების განმავლობაში გართულდა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთში ოცწლიანი ომი დასრულებულად გამოაცხადა და ამერიკელ სამხედროებს სამშობლოში დაბრუნების ბრძანება მისცა.

ავღანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ საუბარი შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. ამ დროისთვის უცნობია საუბრის დეტალები დამატებით დეტალებს სახელმწიფო დეპარტამენტი სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანებს.

ამერიკელ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას სიტყვით მიმართავს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ავღანეთში არსებული ვითარების შესახებ ეს პრეზიდენტ ბაიდენის პირველი განცხადება იქნება.

ქაბულში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმაც. სენატორი შეშფოთებულია ქაბულში მიმდინარე პროცესებით და მოითხოვს, რომ სწრაფი რეაგირება მოხდეს.

"„შაბათ კვირას მსოფლიო ადევნებდა თვას ქაბულის დაცემას. ძალიან მძიმეა კადრები აეროპორტიდან სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციას ითხოვენ. რთული ვიტარება ამ დრომდე შენარჩუნებულია სწრაფი რეაგირების გარეშე ავღანეთის სამოქალაქო პირები დაზარალდებიან და დაიღუპებიან თალიბანის სახელით,“- წერს სენატორი ჯინ შაჰინი.​

ავღანეთში შექმნილ ვითარებას ბაიდენის ადმინისტრაციის მარცხსს უწოდებს რესპუბლიკელი სენატორი მიტჩ მაკონელი. რესპუბლიკელ სენატორს მიაჩნია, რომ ამერიკას შეეძლო „ეს კატასტროფა“ თავიდან აერიდებინა. „ეს ბაიდენის ადმინისტრაციის სამარცხვინო მარცხია“, - ამბობს მაკონელი.

“ეს არის აბსოლიტური მარცხის შედეგი როგორც წინა თეთრი სახლის ასევე ახლანდელი ადმინისტრაციის. ტრამპის ადმინისტრაციამ დააკანონა ლეგიტიმაცია მისცა თალიბანს მათთან მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, ღია მოლაპარაკებთ ტერორისტებთან. ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება ყოველგვარი გეგმისა და წინასწარი აზრის გარეშე. სად არიან ახლა? რას აკეთებენ იმ ადამიანების გადასარჩენათ, რომლებიც ახლა თალიბანმა მოკლა? ეს არის კატასტროფა და ლაქა ჩვენს მთელს ერზე. გულგატეხილი და გაბრაზებული ვარ იმით რაც ავღანეთში ხდება“, - წერია ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზიგერის განცხადებაში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG