ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტის საავადმყოფოები გადატვირთულია, მსხვერპლი 1300-ს აღწევს


ჰაიტის საავადმყოფოები დაზარალებულთა რაოდენობას ვეღარ უმკლავდება. გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა 1300-ს აღწევს.

7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელიც შაბათს მოხდა, ათასობით ნაგებობა გაანადგურა. კუნძულზე 11 წლის წინ მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შემდეგ ჯერ ისევ ცდილობენ ძალების აღდგენას. გასულ თვეში კი ქვეყნის პრეზიდენტი მოკლეს.

სამაშველო სამსახურები ამბობენ, რომ მსხვერპლის რაოდნეობამ 1300-ს მიაღწია. საავადმყოფოებს კი 5 7000-ზე მეტი დაზარალებულის დახმარება უჭირთ. ერთ-ერთ უმძიმესად დაზარალებულ ქალაქში ექიმებს დაშავებულთა დახმარება ღია ცის ქვეშ, ხეებისა და გზების გვერდით დაწყობილ ლეიბებსა და საწოლებზე უხდებოდათ. ჰაიტის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ არაერთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულება ამჟამად ვერ ფუნქციონირებს. ისინი, კი რომლებიც მუშაობს, დატვირთვას ვერ უძლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG