ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტის ოპოზიცია პრემიერად დასახელებულ ჰენრის მხარს არ უჭერს


ჰაიტის ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს პრემიერ-მინისტრად დასანიშნ არიელ ჰენრის, რომელიც პრეზიდენტმა ჯოვენელ მოისმა, მისი მკვლელობის წინა დღეს დაასახელა. 7 ივლისს, პრეზიდენტის საკუთარ საცხოვრებელში მოკვლის შემდეგ, ქვეყანას დროებითი პრემიერ-მინისტრი კლოდ ჯოზეფი მართავს.

შაბათს, გავლენიანმა ჯგუფმა CORE, რომელშიც გაერთიანებული არიან ელჩები შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ევროკავშირიდან, ბრაზილიიდან, ასევე გაეროს და ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციის წარმომადგენლები, გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც “თანხმობის და ჩართულობის მთავრობის” შექმნისკენ მოუწოდებს.

“ამისთვის, პრემიერ-მინისტრად დასანიშნ არიელ ჰენრის მოვუწოდებთ, მასზე დაკისრებული მისია შეასრულოს და ასეთი ტიპის მთავრობა ჩამოაყალიბოს”, ნათქვამია განცხადებაში.

პორტ-ო-პრინსში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, “ამერიკის ხმის” კრეოლი სამსახურის მიერ დასმულ კითხვაზე ჯოზეფმა უპასუხა, რომ პირადი ამბიციები არ აქვს და ხელისუფლებაში დარჩენას არ აპირებს.

ოპოზიცია ჯგუფ CORE-ის განცხადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ მათი რჩევა არის გზა არსაით. პატიმრების და ადამიანის უფლებადამცველმა ადვოკატმა ჟან ბაპტისტემ თქვა, რომ ეს ჯგუფი ჰაიტის ინტერესებს არ წარმოადგენს და ქვეყნის საქმებში ჩარევის უფლება არ აქვს.

“ამერიკის ხმის” კრეოლ სამსახურმა სცადა კომენტარი მიეღო ჰენრისგანაც და ჯოზეფისგანაც, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG