ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტის პოლიცია პრეზიდენტის მკვლელებს ებრძვის


ოთხშაბათს, ჰაიტის უსაფრთხოების ძალები ებრძოდნენ თავდამსხმელებს, რომლებმაც პრეზიდენტი ჯოვენელ მოისი, წინა ღამით საკუთარ სახლში მოკლეს. ეს ვითარება ისედაც ღატაკ, და ძალადობით სავსე ქვეყანას უფრო ღრმა ქაოსში ითრევს.

პოლიციის გენერალურმა დირექტორმა ლიონ ჩარლზმა ტელევიზიით გამოსვლისას თქვა, რომ პოლიციამ ოთხი “დაქირავებული” მოკლა და ორი დააკავა. მან იქვე დაამატა, რომ უსაფრთხოების ძალები არ გაჩერდებიან, სანამ ყველა თავდამსხმელს არ გაუსწორდებიან. “მათ ან მოვკლავთ, ან დავაკავებთ”, თქვა გენერალურმა დირექტორმა.

53 წლის ყოფილი ბიზნესმენი მოისი, რომელმაც თანამდებობა 2017 წელს დაიკავა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მისი მეუღლე მარტინე მოისი კი მძიმედ დაჭრეს, როდესაც მძიმედ შეიარაღებული მკვლელები, პორტ-ო-პრინსის გარეუბანში, წყვილის სახლში, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 1 საათზე შეიჭრნენ.

შეერთებულ შტატებში ჰაიტის ელჩმა სააგენტო “როიტერს” ინტერვიუში უთხრა, რომ თავდამსხმელებმა თავი აშშ-ს ნარკოტიკების საწინააღმდეგო ადმინისტრაციის აგენტებად გაასაღეს, როდესაც ღამის საფარქვეშ, მოისის დაცულ საცხოვრებელში შეიჭრნენ.

მთავრობამ ორი კვირით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG