ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ვაქცინა 93 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო


საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ის ვაქცინის 93 305 დოზაა გამოყენებული. სრულად ვაქცინირებულად ითვლება 15 077 ადამიანი, დანარჩენს ვაქცინის ერთი დოზა აქვს მიღებული. ოფიციალური მონაცემების თანახმად ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ ქვეყანამ სხვადასხვა წარმოების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო. მათ შორის:
  • 86 200 ბრიტანული ასტრაზენეკა;
  • 29 500 ამერიკული ფაიზერი;
  • 100 000 ჩინური "სინოფარმი"; ჩინური წარმოების ვაქცინამ ჯანოს ავტორიზაცია 7 მაისს მიიღო;
  • 100 000 დოზა ჩინური სინოვაკი; ვაქცინას ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.

საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაცია როგორც ვებ-გვერდით, ასევე ტელეფონით შეუძლიათ. ვაქცინირებულ ადამიანებს, სპეციალურ მოწმობას აძლევენ სადაც აღნიშნულია მოქალაქის პირადი მონაცემები, ექიმის სახელი და გვარი და ვაქცინის დასახელება.

ზაფხულის განმავლობაში საქართველოს იმედი აქვს, რომ მიიღებს ვაქცინების დამატებით დოზებს.

შეზღუდვები

ვაქცინაციის ნელი პროცესის პარალელურად ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს შეზღუდვები. მათ შორის კომენდატის საათი.

სხვადასხვა შეზღუდვების შემსუბუქებაზე, მოხსნასა და დაწესებაზე საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 18 მაისიდან კომენდატის საათმა გადაიწია. თუ აქამდე ქუჩაში გადაადგილება საღამოს 9 საათის შემდეგ იყო აკრძალული, ახლა უკვე კომენდატის საათი ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე იმოქმედებს.

ინფიცირების მაჩვენებელი

რაც შეეხება ინფიცირებულებს ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით 30 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარებული 29 685 ტესტიდან, ვირუსი 1 562 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 1 490 ადამიანი. ოფიციალური მონაცემებით კოვიდ 19-ზე დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.26 პროცენსტს შეადგენს.

ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის კოვიდ19-ით ინფიცირების 15 567 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან სუნთქვის აპარატი სჭირდება 212 ადამიანს, ხოლო ვირუსის რთულ ფორმა 917 ადამიანს აქვს, რომლების სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულნი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ-19 332 441 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 4 499, ხოლო გამოჯანმრთელდა 312 349 ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG