ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი 12-15 წლის ბავშვებში "ფაიზერის" ვაქცინის გამოყენებას დაამტკიცებს


ევროკავშირში "ფაიზერისა" და "ბიონტექის" ერთობლივი ვაქცინა შესაძლოა 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში გამოყენებისთვის მაისის ბოლომდე დაამტკიცონ. ამის შესახებ ევროპის მედიცინის სააგენტოს (ემა) დირექტორმა „ჰანდერლსბლატსა“ და რამდენიმე ევროპულ გაზეთთან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა. ემა-ს დირექტორმა ემერ კუკმა ინტერვუიში თქვა, რომ „ამ დროისთვის ვაქცინის დამტკიცების სავარაუდო ვადა ივნისია. ჩვენ ვცდილობთ ვნახოთ, შეიძლება თუ არა პროცესი დავაჩქაროთ და მაისში მოვრჩეთ“.

მან ასევე დასძინა, რომ თავად ევროკავშირის ქვეყნები გადაწყვეტენ იმას, თუ ემა-ს ნებართვის შემდეგ, როდის დაიწყებენ 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციას.

შეერთებულ შტატებში 12 წლის ასაკიდან ვაქცინის გამოყენების ნებართვა სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ 10 მაისს გასცა. როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში, 16 წელს ზემოთ "ფაიზერის" ვაქცინის გამოყენება უკვე 5 თვეზე მეტია მიმდინარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG