ჩეხეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ცენტისტულ-მემარჯვენე პარტიიდან პიოტრ ფიალამ ფიცი კორონავირუსით დაავადებული პრეზიდენტის წინაშე დადო. პრეზიდენტი მილოშ ზემანი გამჭვირვალე პლასტმასასგან შეკრულ კუბში იჯდა და პრემიერის ფიცი ისე მიიღო.
ფიალა ხუთი ცენტრისტული და მემარჯვენე ოპოზიციური პარტიისგან შემდგარ ბლოკს ხელმძღვანელობს, რომლებმაც ოქტომბერში არჩევნებში გაიმარჯვეს და მოქმედი პრემიერი ანდრეი ბაბიჩი და მისი მოკავშირეები შეცვალეს.
ახალ მთავრობისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა კორონავირუსის ინფექციის ახალ ტალღასთან გამკლავება იქნება. ვირუსის ახალი კრიზისი საავადმყოფოების გადატვირთვისა და ენერგეტიკული კრიზისის პრობლემის წინაშე აყენებს ქვეყანას. კოალიციამ ასევე განაცხადა, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებას გეგმავს, ჩეხეთში დიდი დეფიციტის შესამცირებლად.
ახალი პრემიერი თავის მინისტრთა კაბინეტს, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხებში დააკომპლექტებს და დანიშნავს.
ახალმა პრემიერმა თავის პირველივე სიტყვით გამოსვლაში, მოუწოდა მოსახლეობას აიცრან და იყვნენ ფრთხილად, ვინაიდან კოვიდ 19-ის შემთხვევები და მისი ახალი ვარიანტები სწრაფად ვრცელდება. მან ასევე მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს მათი საქმიანობისთვის.
Facebook Forum