ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქტ-პეტერბურგმა კოვიდ-19-ის დღიური შემთხვევებით მოსკოვს გადაუსწრო


რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქმა, სანტქ-პეტერბურგმა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მოსკოვს გადაუსწრო. რუსული მედიის ცნობით, უკანასკნელ 24 საათში სანქტ-პეტერბურგში კოვიდ-19-ის 3 654 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო მოსკოვში 3 591 შემთხვევაა აღირიცხა.

მოსკოვში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით პეტერბურგზე ორჯერ დიდია, ინფიცირების რაოდენობა ბოლო ორ კვირაში განახევრდა.

მოსკოვში, შემთხვევების შემცირებით, რუსეთში ყოველდღიურად, შედარებით ნაკლები, კოვიდ-19-ის 20 000 შემთხვევა ფიქსირდებოდა, პირველი დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით.

რუსეთში კოვიდ-19-ის 3,2 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. ის მსოფლიოში შემთხვევების რაოდენობით მეოთხეა, შეერთებული შტატების, ინდოეთის და ბრაზილიის შემდეგ. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვალების 58 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა არსებობს ფართო უნდობლობა რუსეთში ოფიციალური მონაცემების სისწორესთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ტატიანა გოლიკოვას განცხადებით, ამ წელს დაფიქსირებული გარდაცვალების 80 პროცენტით ზრდა, კოვიდ-19-ს უკავშირება, რაც გულისხმობს, რომ გარდაცვალების რაოდენობა სამჯერ უფრო მეტია ვიდრე ოფიციალურადაა ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG