კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა საქართველოში ყოველდღიურად იზრდება. ოფიციალურ ინფორმაციას საქართველო ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით საქართველოში ჯამში 23 ადამიანია დაინფიცირებული.
ვირუსი COVID19-ით დაავადებული პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. დაავადებულთა შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რამდენიმეს კი ფილტვების ანთება აქვს.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კარანტინის რეჟიმში განაგრძობს ყოფნას 126 ადამიანი, სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 46 ადამიანი.
დღეს, საქართველოში იტალიიდან 2 სპეციალური რეისი შესრულდა, ათობით საქართველოს მოქალაქემ უკვე შეავსო მონაცემები და მათზე დაკვირვება ხორციელდება.
Facebook Forum