ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდ ბრიტანეთში არჩევნებში ლეიბორისტების დიდ გამარჯვებას ელოდებიან


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მემარცხენე-ცენტრისტული ლეიბორისტული პარტია სავარაუდოდ დიდი გამარჯვებას მოიპოვებს ხუთშაბათს დაგეგმილ არჩევნებში. ამით შესაძლოა დასრულდეს კონსერვატორთა 14-წლიანი მმართველობა, პარასკევს დილით კი კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის ოფისი დაიკავოს.

სტარმერმაც და კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმაც წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღე ჩაატარეს და აფრთხილებდნენ ამომრჩევლებს იმ მძიმე ეკონომიკური შედეგების შესახებ, რაც მეტოქის გამარჯვებას შეიძლება მოჰყვეს.

მაგრამ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგის პროგნოზის ფონზე, კონსერვატორები ცდილობენ ზიანის შემცირებას და აცხადებენ, რომ მათ სჭირდებათ მანდატები ლეიბორისტული მთავრობისთვის ეფექტური ოპოზიციის უზრუნველსაყოფად.

”ვაღიარებ, რომ ამ მომენტის გამოკითხვებით ჩანს, რომ ხვალ სავარაუდოდ დადგება ყველაზე დიდი ლეიბორისტული უმრავლესობა, რაც ამ ქვეყანას ოდესმე უნახავს”, - განუცხადა კონსერვატორმა მინისტრმა მელ სტრაიდმა BBC-ს. „ახლა მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი ოპოზიცია გვექნება”, - თქვა მან.

აბურ სტრაიდის კომენტარების შესახებ კითხვაზე, სუნაკმა ITV-ს უთხრა: ”მე ვიბრძვი ყველა ხმის მისაღებად”.

Survation-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის ანალიზმა აჩვენა, რომ ლეიბორისტები პარლამენტში 650 ადგილიდან 484-ს მოიპოვებენ, ბევრად მეტს, ვიდრე - 418-ია, რაც პარტიის ყოფილმა ლიდერმა ტონი ბლერმა 1997 წლის არჩევნებში მოიპოვა.

პროგნოზები აჩვენებს, რომ კონსერვატორები მიიღებენ მხოლოდ 64 მანდატს, რაც 1834 წელს პარტიის დაარსების შემდეგ ყველაზე ცოტაა.

სხვა ანალიზებმა აჩვენა ლეიბორისტების გამარჯვების შედარებით დაბალი ზღვარი, მაგრამ არცერთი კვლავა თუ გამოკითხვა არ აჩვენებს განსხვავებულ საერთო შედეგს.

ლეიბორისტების ბოლო კამპანია ფოკუსირებული იყო იმ შიშზე, რომ ამომრჩევლებმა პროგნოზები, შესაძლოა, წინასწარ დასკვნად მიიჩნიონ და ხუთშაბათს კენჭისყრის დღეს, სახლში დარჩნენ, ან საპროტესტო ხმები მცირე პარტიებისკენ მიმართონ.

"თუ გინდა ცვლილება, შენ უნდა მისცე მას ხმა. მე მინდა, რომ ხალხი იყოს ცვლილების ნაწილი", - განუცხადა სტარმერმა BBC-ს.

სტარმერის კამპანია აგებულია „ცვლილების“ ერთსიტყვიანი დაპირების ირგვლივ და ის ფოკუსირებულია ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებასა და ცხოვრების დონის ზრდაზე. სუნაკი ცდილობდა დაერწმუნებინა ამომრჩევლები, რომ მისმა 20-თვიანმა მმართველობამ ეკონომიკა COVID-19-ის, გარე შოკებისა და უკრაინის ომის შემდეგ აღმავალ გზაზე დააყენა. ის საუბრობდა წლების განმავლობაში არსებულ "არეულობაზეც", რაც მისი თქმით, მისი კონსერვატორი წინამორბედების პირობებში ხდებოდა.

სუნაკი ამბობს, რომ სტარმერს მოუწევს გადასახადების აწევა, რათა განახორციელოს თავისი დღის წესრიგი და რაც უფრო დიდი იქნება ლეიბორისტების გამარჯვება, მით უფრო გაბედული იქნება სტარმერი გადასახადების ზრდის გადაწყვეტილების მიღებისას. ეს კი იმის მიღმა, რასაც ბრიტანელი ამომრჩეველი უკვე იხდის.

მას შემდეგ, რაც ლეიბორისტების დაახლოებით 20-ქულიანი უპირატესობა ვერ შეამცირა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, სუნაკმა მიმართა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს და იგი სამშაბათს, გვიან ღამით კონსერვატორთა აქციაზე სასაუბროდ მიიწვია. ეს ჯონსონის, ბრიტანული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურის და ადამიანის, რომელმაც პარტიას 2019 წელს დიდი გამარჯვება მოუტანა, კამპანიის პირველი დიდი საჯარო გამოსვლა იყო. მან ისაუბრა მის მიღწევებზე, სუნაკის მიმართ კი ნაკლები პირადი მოწონება გამოხატა.

”ვერც ერთი ვერ მოვდუნდებით, რადგან ლეიბორისტული მთავრობა ემზადება გამოიყენოს სოლიდური უმრავლესობა იმისათვის, რომ გაანადგუროს ის, რასაც [ჩვენ] მივაღწიეთ”, - თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG