ხუთშაბათს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა უკრაინას ყოველწლიური 3 მილიარდი ფუნტის (3.74 მილიარდი დოლარი) ოდენობის სამხედრო დახმარება აღუთქვა “რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება”. მან იქვე დაამატა, რომ ლონდონი რუსეთის შიგნით ამ იარაღის გამოყენებას არ ეწინააღმდეგება.
“ყოველ წელს 3 მილიარდ ფუნტს გადავცემთ, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ჩვენ უბრალოდ ნამდვილად ამოვწურეთ ყველაფერი, რაც აღჭურვილობის გადაცემის საკითხში შეგვეძლო”, უთხრა კამერონმა “როიტერს” კიევში ვიზიტის თაობაზე მიცემულ ინტერვიუში და დაამატა, რომ დახმარების ეს პაკეტი, ამ დრომდე ბრიტანეთისგან ყველაზე დიდი მოცულობისაა.
“ზოგიერთი ის (აღჭურვილობა) ამ წუთს უკვე უკრაინაში შედის”, თქვა მან.
კამერონმა თქვა, რომ უკრაინას აქვს უფლება, ლონდონის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის შიგნით სამიზნეებს დაარტყას და კიევის გადასაწყვეტია ამას თუ გააკეთებს.
“უკრაინას ეს უფლება აქვს. იმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინის შიგნით ურტყამს, ადვილად გასაგებია უკრაინა რატომ გრძნობს, რომ საკუთარი თავის დაცვა უნდა უზრუნველჰყოს”, უთხრა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა “როიტერს”