ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში ბირთვულ შეთანხმებაზე მსჯელობენ


ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები დღეს კონგრესმენების ირანის ბირთვული შეთანხმების სარგებლიანობაში დარწმუნებას შეეცდებიან.

სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ენერგეტიკის მდივანი ერნესტ მონიზი და ხაზინის მდივანი ჯეკ ლიუ დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე წარსდგებიან.

ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების მთავარი შემომქმედები კანონმდებლებს დახურულ კარს მიღმა გუშინ უკვე შეხვდნენ. შეხვედრამდე ჯონ კერიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბირთვული შეთანხმება მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიღწეული შეთანხმება ირანის მიერ ბირთვული იარაღის წარმოებას შეაჩერებს,“ განაცხადა კერიმ.

კონგრესს შეთანხმების დასამტკიცებლად ვადა სექტემბრის შუა რიცხვებამდე აქვს, კონგრესის რესპუბლიკელი სპიკერის ჯონ ბინერის თქმით მის ჩასაგდებად ის ძალ-ღონეს არ დაიშურებს. პრეზიდენტი ობამა კი აცხადებს, რომ კონგრესის მიერ შეთანხმების ჩაგდების შემთხვევაში ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

XS
SM
MD
LG