ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში ხაშოგის მკვლელობის საქმე განიხილეს


დღეს შეერთებული შტატების კონგრესში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი, ჯინა ჰასპელი მივიდა. კანონმდებლებმა მას კითხვები ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის თაობაზე დაუსვეს. გასულ კვირაში, ამავე თემაზე სენატორებმა პასუხები მოისმინეს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსგან და თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისისგან.

დისიდენტი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც წარმოშობით საუდის არაბეთიდან იყო, ამერიკაში ცხოვრობდა და "ვაშინგტონ პოსტში" მუშაობდა. ხაშოგი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე უფლისწულის, მოჰამად ბინ სალმანის კრიტიკოსად ითვლებოდა. ის ოქტომბერში სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ფიქრობს, რომ მისი მკვლელობა უფლისწულის შეკვეთილია. საუდის არაბეთი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მკვლელობა ადამიანებმა ჩაიდინეს, რომლებიც მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG