"რადიო თავისუფლების" ცნობით, საქართველოში მოქმედი რამდენიმე ორგანიზაცია აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა. ვაშინგტონი იღებს ზომებს, რათა რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ირანის სამხედრო პროგრამებში არ მოხვდეს აშშ-ის პროდუქცია, - ამის შესახებ ნათქვამია 16 დეკემბერს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და მრეწველობის ბიუროს (BIS) მიერ სანქციების შესახებ გამოქვეყნებულ შესაბამის აქტში.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტმა ე.წ. შავ სიაში შეიყვანა თურქეთში, მალაიზიაში, საქართველოსა და ჩინეთში მოქმედი 37 ორგანიზაცია, რომლებიც „აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება".
კერძოდ, სიაში შეტანილია საქართველოში მოქმედი სამი კომპანია: Gensis Engineering, რომელიც დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც ქართული და თურქული, ხოლო კომპანიები ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company საქართველოს მიეწერება.
ვაჭრობის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და მრეწველობის ბიუროს (BIS) სანქციების სამიზნეა ასევე ჩინეთის 11 კვლევითი ინსტიტუტი, რომლებიც დაკავებულია მიკრობიოლოგიით, ეპიდემიოლოგიით და ტოქსიკოლოგიით. ფედერალური ბიუროს ხელთ არსებული ფაქტებით, „ბიოტექნოლოგიურ პროცესებს ჩინეთის არმიის მხარდასაჭერად იყენებენ “. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ სამხედრო დანიშნულების ბიოტექნოლოგიისა და სხვა საშიში ტექნოლოგიების შემუშავებისკენ მიმართული ძალისხმევის გარდა, პეკინის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებზეც არის გამახვილებული ყურადღება.
ამავე თემაზე
პოპულარული
1
Facebook Forum