ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროში ბელარუსზე დახურული შეხვედრა შედგა იმ ფონზე, როცა ზოგი ქვეყანაში რუსეთის შეჭრას შიშობს


ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში დასრულდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომელიც ესტონეთის მოთხოვნით გაიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის. თუმცა, განცხადება შეხვედრის შემდეგ როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე გაეროში ესტონეთის წარმომადგენლობამაც გაავრცელა.

ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ის შიშობს, რომ რუსეთი ბელარუსში შეჭრას გეგმავს. ამის შესახებ მან განცხადება "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

"თუ რუსეთი გეგმავს მეზობელ ბელარუსში შეჭრას, ამ უცნაური ქმედებით რომელსაც ის "დახმარებას" უწოდებს, კიდევ ერთხელ და ნათლად წარმოჩინდება თუ რა ქმედებებს ახორციელებს და რა რეპუტაცია აქვს რუსეთს. ეს კიდევ ერთხელ იქნება დასტური უკანონო მმართველობისა და ეს იქნება სიგნალი რუსი ხალხისთვის, თუ რას უნდა ელოდნონ ისინი მომავალში. რთული არჩევანია,"- წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

გაეროში გამართული შეხვედრის შესახებ ვრცელი განცხადება გაავრცელა გაეროში ესტონეთის წარმომადგენლობამ განცხადებაში ვკითხულობთ:

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები ბელარუსში არსებული ვითარებით. ხელისუფლება იყენებს გადაჭარბებულ ძალას მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა უკვე გაავრცელა საკუთარი განცხადება, სადაც ის მოითხოვს ბელარუსის ხელისუფლებისგან, რომ აქციის მონაწილეებს მიეცეთ მშვიდ ვითარებაში გამოხატონ საკუთარი აზრი და შეშფოთება." მან ასევე განცხადებაში აღნიშნა, რომ ის შეშფოთებულია ბელარუსში აქციის მონაწილეების დარბევით და რეპრესიებით.

"ჩვენი შეფასებით მდგომარეობა ბელარუსში ძალიან მძიმეა. დაკავებულთა ნაწილი გაანთავისუფლეს, მაგრამ ათასობით კვლავ დაკავებული ან დაკარგულია. საავადმყოფოები სავსეა დაშავებული და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი აქციის მონაწილეებით. პარალელურად კი გრძელდება მასშტაბური საპროტესტო აქციები. გაფიცულები არიან ქარხნებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლების თანამშრომლები."

ვაშინგტონში ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:49 0:00

"ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას - გაეროს უშიშროების საბჭო, რომლის ფარგლებშიც ახლა ჩვენ ვმსჯელობთ, არის შემდგენი იმ დოკუმენტებისა, რომლებშიც ნათქვამია, რომ რეპრესიებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას."

განცხადება ასევე ამბობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მთავარი პასუხისმგებლობა ძლადობრივი კონფლიქტისა და მასობრივი სისასტიკეების თავიდან აცილებაა.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უშიშროების საბჭო ამ საკითხს ყურადღებით შეისწავლის და კონკრეტულ და მკაფიო გზავნილს გაუზავნის ბელარუსის ხელისუფლებას, რომ დასრულდეს ძალადობა და მტრული რიტორიკა."

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ლუკაშენკო აქციის მონაწილეებს ექსტრემისტებად მიიჩნევს და მათ აჯანყებაში ადანაშაულებს. ამის გამო ის დახმარებას ითხოვს გარე ძალისგან. ეს კი საფრთხეს უქმნის ბელარუსის და ზოგადად რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ვიმედოვნებთ რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დროულად ჩაერთვება პროცესებში. ხვალ ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან და ისინი სანქიცების შესახებ იმსჯელებენ. ამისათვის შედგება სიები იმ პირთა მიმართ რომლებიც ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე,"- წერია განცხადებაში, რომელიც გაეროში ესტონეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა.

უშიშროების საბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG