"სიტუაცია ბელარუსში საშინელია"- ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ქვეყანაში მასობრივი გაფიცვები და საპროტესტო აქციები დაიწყო 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ, რომელსაც ამომრჩეველი გაყალბებულად მიიჩნევს.
დონალდ ტრამპმა ორშაბათის განცხადებაში აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ბელარუსის მოვლენებს ახლოს აკვირდება.
ორშაბათს, 17 აგვისტოს ბელარუსის ლიდერმა ალექსანდერ ლუკაშენკომ თქვა, რომ სავარაუდოდ, სიტუაციის დაწყნარების მიზნით, მზადაა ძალაუფლება რეფერენდუმის ჩატარების სანაცვლოდ დათმოს.
არსებული მდგომარეობა ლუკაშენკოს ძალაუფლებას 26 წლის მანძილზე ყველაზე დიდ გამოწვევას უქმნის.
Facebook Forum