ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინურ იმპორტზე ტარიფები ამოქმედდა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა დღევანდელი დღე ჩინეთთან ვაჭრობის საკითხებზე ტვიტების წერით დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ აშშ-მ 200 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინურ იმპორტზე ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაზარდა . ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობისას, წლების მანძილზე, აშშ წელიწადში 500 მილიარდ დოლარს კარგავდა და რომ ეს აღარ განმეორდება. ჩინეთის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ტარიფების გაზრდა ხდება და რომ ის "საჭირო საპასუხო ზომებს" მიმართავს. მეტი დეტალები ჩინეთს არ დაუკონკრეტებია.

XS
SM
MD
LG