ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სავაჭრო დეფიციტი იზრდება


გასული წლის დეკემბერში, სავაჭრო დეფიციტი შეერთებულ შტატებში წინა თვესთან შედარებით, 19 %-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დიდია მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკისა, რომელიც მისი თქმით, ამერიკის ინტერესების უპირველეს ადგილას დაყენებას და მეტ სარგებელს ემსახურებოდა და ამ დეფიციტის შესამცირებლად იყო აუცილებელი.

ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, გლობალური სავაჭრო დეფიციტი საქონელსა და სერვისებში, გაიზარდა სეზონურ 59.8 მილიარდამდე. რაც ნოემბრიდან მოყოლებული 9.5 მლრდ დოლარით მეტია. ეს ციფრები საბოლოო ჯამში წლიურ მაჩვენებელს სწორედ ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალს ხდის.

XS
SM
MD
LG