ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხუთშაბათს თეთრ სახლში ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ლიუ ჰის შეხვდება. რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უდიდესი ეკონომიკის მქონე ორი ქვეყნის ლიდერებმა შესაძლოა საბოლოოდ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიონ.
ორი ქვეყნის მეთაურებს შეთანხმების გაფორმების იმედი 1 მარტს ჰქონდათ, თუმცა მაშინ შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკებები გაგრძელდა. ამჯერად, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომაგდენლები, მისი მრჩევლები ამბობენ, რომ მოლაპარაკებებში პროგრესია და ზოგი იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა აპრილის ბოლოსთვის საბოლოოდ შეთანხმებასაც მოეწეროს ხელი.
დონალდ ტრამპის "ტვიტის" თანახმადაც, მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს, მაგრამ ბევრი საკვანძო საკითხი, როგორიცაა ავტომობილების ტარიფები და ინტელექტუალური საკუთრების მითვისების თაობაზე ბრალდებები, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია.
Facebook Forum