ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა რუსეთში დაგეგმილ წვრთნებზე სამხედროები გააგზავნა


უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის პარალელურად, მოსკოვი სამხედრო წვრთნებს მართავს, სახელწოდებით „ვოსტოკი“. მასში რუსეთის რამდენიმე პარტნიორი სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან ჩინელი სამხედროებიც, რომლებიც პეკინმა რუსეთში უკვე გააგზავნა.

ინფორმაცია დღეს ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, წვრთნებში ჩინეთის მონაწილეობა „არ არის დაკავშირებულ დღევანდელ საერთაშორისო და რეგიონულ ვითარებასთან“. პეკინი განმარტავს, რომ სამხედრო წვრთნები იმ შეთანხმების ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებობს.

მოსკოვის ინფორმაციით, წვრთნები 30 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ რუსი, ჩინელი, ინდოელი, ბელორუსი, მონღოლი და ტაჯიკი სამხედროები. თუმცა თავდაპირველად, როცა კრემლმა განცხადება სამხედრო წვრთნების გამართვის შესახებ გააკეთა, მაშინ არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი სახელმწიფოების სამხედროები ჩადიოდნენ რუსეთში.

ბოლოს ჩინელი და რუსი სამხედროების ერთობლივი ვარჯიშები 4 წლის წინ, 2018 წელს გაიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG