დღეს, ტესლამ თავისი ელექტრომობილებისთვის, ჩინეთში ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ეს, შეერთებული შტატების გარეთ, ამ კომპანიის პირველი ქარხანაა.
კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ელონ მასკი, ამ პროექტის აღსანიშნავ ცერემონიას შანხაის გარეუბანში, ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო. მან თქვა, რომ საწყისი მშენებლობის დასრულება ზაფხულისთვის, წარმოების დაწყება კი წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ამ ობიექტზე ტესლა მოდელ 3 ელექტრომობილებს გამოუშვებს და იმედოვნებს, რომ ქარხანას, საბოლოოდ, წელიწადში 500 ათასი ერთეულის წარმადობა ექნება. ქარხანა სრულად ტესლას ეკუთვნის, რაც უცხოური ბიზნესების მიმართ ჩვეული ჩინური პოლიტიკიდან გადახვევაა.
ახალი ქარხანა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებების დროს შენდება, როდესაც ორივე მხარემ ერთმანეთის საქონელზე, მათ შორის, ავტომობილების სექტორში, გაზრდილი ტარიფები დააწესა.
ჩინეთში ქარხნის ფლობით, ტესლას არ ექნება იმის პრობლემა, რომ შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ მანქანებზე მომხმარებელს გაზრდილი ფასის გადახდა მოუწევს.
Facebook Forum