ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმაროვი ჩეჩნეთიდან გაქცევას აპირებს?


მას შემდეგ, რაც უმაროვმა საკუთარი შემცვლელი დაასახელა, ჩეჩნეთის სამართალდამცავები განახლებული ძალებით ეძებენ მეამბოხეების ლიდერებს.

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა რესპუბლიკის სამართალდამცველებს დოკუ უმაროვის დაჭერა დაავალა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ უმაროვი ჩეჩნეთიდან გაქცევას აპირებს.

კადიროვმა სამშაბათს განაცხადა, რომ უმაროვის ნეიტრალიზება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. გარდა ამისა, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა უმაროვის მიერ ახალ ლიდერად დასახელებული ასლამბეკ ვადალოვის დაპატიმრებაც მოითხოვა. მისი თქმით, ეს ყველაფერი მანამ უნდა მოხდეს, ვიდრე ვადალოვი ლიდერის როლში თვითდამკვიდრებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ უმაროვმა კვირის დასაწყისში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვადალოვი ჩეჩენი მეამბოხეების „ახალგაზრდა და ენერგიით სავსე“ ახალ ლიდერად დაასახელა.

XS
SM
MD
LG