კვირას ესტონეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება ხმების 28.8 პროცენტით, ოპოზიციურმა ძალამ, რეფორმების პარტიამ მოიპოვა. საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მემარჯვენე ცენტრისტული პარტია პარლამენტის 34 მანდატიდან 29-ს დაეუფლება.
გამარჯვებული პარტიის ლიდერია ევროპარლამენტის დეპუტატი კაია კალასი. ესტონეთს ქვეყნის ისტორიაში პირველად ეყოლება ქალი პრემიერ-მინისტრი.
რეფორმების პარტია 1994 წელს არის დაფუძნებული და ის ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას ემხრობა. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა ოპოზიციური პარტიის გამარჯვება უკვე აღიარა.
მეორე ადგილზე, ხმების 23.1 პროცენტით გავიდა რუსულენოვანი მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი, მმართველი ცენტრისტული პარტია. მესამეზე კი 17.8%-იანი მაჩვენებლით ულტრა-მემარჯვენეები არიან.
Facebook Forum