ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთი მადუროს არჩევნების დანიშნვისკენ მოუწოდებს


პედრო სანჩესი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი
პედრო სანჩესი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

ესპანეთის სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ფრთხილად გაკეთებულ განცხაადებაში, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა ვენესუელაში, ვიდრე „არჩევნები უმოკლეს ვადაში არ ჩატარდება და ნიკოლას მადუროსთან დიალოგი არ დაწყება.“ ესპანეთის სახალხო ოპოზიციის ლიდერმა პაბლო კასადომ ამ დროს განაცხადა, რომ მადუროს რეჟიმი რეპრესიებს და უკანონო დაკავებებს აგრძელებს და გუაიდოს დაპატიმრებასაც კი შეეცადნენ, რის შემდეგაც კასადო ითხოვს, პრემიერი ესპანეთის კონგრესის წინაშე ახსნა-განმარტებით წარსდგეს.

ევროკავშირისთვის, ვენესუელასთან მიმართებით ესპანეთის პოზიცია მნიშვნელოვანია, გამომდინარე ესპანეთსა და მის ყოფილ კოლონიას შორის ტრადიციულად არსებული ძლიერი ისტორიული, კულტურული და სავაჭრო კავშირების გამო.

სანჩესმა ნიკოლას მადუროს 12 დღე მისცა არჩევნების თარიღის გამოსაცხადებლად, სანამ ის გუაიდოს აღიარებს გარდამავალ პრეზიდენტად. მადურომ კი არ მიიღო ეს „ულტიმატუმი“ და ბოლო რამდენიმე დღეა სამხედრო ყაზარმებს სტუმრობს, არმიის მხარდაჭერის ხაზგასასმელად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG