ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაციამ აღწრასთან დაკავშირებით გეგმა შეცვალა


პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა გეგმაზე, რომლის თანახმადაც 2020 წლის სამოქალაქო აღწერის ფორმაზე ამერიკის მოქალაქეობის კითხვა უნდა დაემატებინა.

ეს ნიშნავს, რომ ამერიკის აღწერის ბიუროს ახლა შეუძლია დაიწყოს გამოკითხვის ფორმების დაბეჭდვა, რომლებიც 100 მილიონ ამერიკულ ოჯახს გაეგზავნება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ დასვა კითხვა, შეიძლებოდა თუ არა 10 წელში ერთხელ წარმოებული ამ აღწერის ფორმების დაბეჭდვის გადადება, რაც ფედერალური კანონის დარღვევა იქნებოდა.

აღწერა მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ მის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, თუ რამდენი კონგრესმენი ეყოლება თითოეულ შტატს და როგორ განაწილდება შტატებზე ასობით მილიარდი დოლარი, რომელსაც ფედერალური მთავრობა აძლევს მათ.

პრეზიდენტ ტრამპს სურდა აღწერისას დემოგრაფიულ ინფორმაციასთან ერთად მოსახლეობისთვის დაესვათ კითხვა იყვნენ თუ არა ისინი ამერიკის მოქალაქეები.

უზენაესმა სასამართლომ გასულ კვირას ადმინისტრაციის მოთხოვნა დაბლოკა და თქვა, რომ ამ მოქალაქეობის შესახებ კითხვის დახმა კონსტიტუციის დარღვევა იქნებოდა.

ადმინისტრაციის იურისტები აცხადებდნენ, რომ მოქალაქეობის შესახებ კითხვის დამატება უმცირესობათა უფლებების დაცვის მიზნით სურდათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG