ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომიკრონი - ამერიკა იზოლაციის ვადებს ამსუბუქებს


შეერთებული შტატატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი, კოვიდ19-ის პანდემიის დროს მოქმედი წესების ნაწილს ცვლის. გადაწყვეტილება თან ერთვის ქვეყანაში ომიკრონის ვარიანტის გავრცელებას. ამ დროისთვის ამერიკაში შემთხვვების 73 პროცენტი, ომიკრონზე მოდის.

ამერიკის დაავადებათა და კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით ინიფიცირებულთა კარანტინის დრო 10 დღიდან 5 დღემდე შემცირდა, იმ ადამიანებისთვის რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ. თუმცა მათთვის რეკომენდირებულია, იზოლაციის შემდეგ, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში ნიღაბი ატარონ.

მსგავსი წესი ვრცელდება ასევე არავაქცინირებულ პირებზე. მას ვისაც კონტაქტი ქონდა კოვიდ-ინფიცირებულთან, არ არის ვაქცინირებული და არ აქვს მიღებული მესამე ე.წ. ბუსტერ დოზა, იზოლაცია ასევე 5 დღე მოუწევთ. CDC-ის ცნობით, საჯარო თავშეყრის ადგილებში ამ ადამიანებმა, საკარანტინო პერიოდის შემდეგ პირბადე უნდა ატარონ.

კარანტინი და იზოლაცია არ მოეთხოვებათ მათ ვისაც ე.წ. ბუსტერ დოზა და ჰქონდათ კონტაქტი კოვიდ-ინფიცირებულთან. მათთვის კონტაქტიდან 10 დღის განმავლობაში პირბადის ტარებაა რეკომენდირებული.

მონაცემები აჩვენებს, რომ ინფიცირების მაჩვენებლები იზრდება, ვაქცინირებულ ადამიანებშიც, მათ შორის ინფიცირდებიან ისინი ვინც მესამე ე.წ. ბუსტერ დოზა მიიღო, თუმცა ვაქცინირებულ ადამიანებთან მიმართებაში ომიკრონი მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, ხშირად კი პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ 10 დღიანი კარანტინის შემცირება 5 დღემდე, ქვეყანაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და მოქალაქეები შეძლებენ დროულად დაუბრუნდნენ სასკოლო ოთახებსა და სამსახურებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG