ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოიკოტის შემდეგ პანდემია - პეკინში ამერიკელი ჰოკეისტები არ ჩავლენ 


ჩრდილოეთ ამერიკის ჰოკეის ეროვნული ლიგის გადაწყვეტილებით, ამერიკელი სპორტსმენები პეკინის ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამჯერად მიზეზი არა ბოიკოტი, არამედ პანდემიური ვითარებააა.

კოვიდ19-ის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გამოჩენის შემდეგ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაზრდილია ინფიფიცრების მაჩვენებლები, რის გამოც ზოგიერთი ქვეყანა შეზღუდვებსაც ამკაცრებს.

ჰოკეის ეროვნული ლიგის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენები არ გაემგზავრებიან, რადგან კოვიდ 19-ის პანედემიის გამო, ლიგის განრიგი დაირღვა. ოფიციალური ცნობით, სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის მაღალი მაჩვენებლის გამო, 50-მდე თამაში გადაიდო.

მიღებულ გადაწყვეტილებას ჩინეთში უკვე გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ეს სამწუხაროა, რადგან პეკინში ყველაზე ცნობილი სპორტსმენები ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადა 4-20 თებერვალს გაიმართება.

„ჩვენ გამოვთქვამთ სინანულს, რომ მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაში კოვიდ19-ის გამო,“- განაცხადეს პეკინის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას რამდენიმე კვირის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა კანადამ, ავსტრალიამ და ლიეტუვამ დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს. მიზეზი ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევაა, რის გამოც ოლიმპიადას ამ ქვეყნებიდან არცერთი ოფიციალური პირი არ დაესწრება. ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებს ახალი ზელანდიაც, თუმცა მიზეზი არა ბოიკოტი არამედ პანდემიური ვითარებაა.

ჩინეთში ჩავა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მან მოსაწვევი ჩინეთის პრეზიდენტისგან მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG